Wizz Air, ქუთაისიდან, 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილს აუქმებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და ევროკავშირის რეგულაციებია.
Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ, – ამბობს Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.
მანამდე კი, 4 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენდა.










