LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული – შალვა პაპუაშვილი

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2021/03/15-ში
A A
405
ნახვა
გაზიარება

ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესის შეფასებისას განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი, რომელიც საქართველოს სჭირდება.

„სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა და მას დაგეგმილი ჰქონდა ბრიუსელში გამგზავრება, თუმცა, კარგია, რომ იფიქრა შეთანხმება შესაძლებელია და დღეს ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს. რაც შეეხება ჩვენს განწყობას, გუშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის ვართ მზად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და იმას, თუ რა ჩააქვს მას პარტნიორებთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი სათქმელი არის, რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი – შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორებიც გაიგებენ, რომ 4 თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ იყო სწორედ ის ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა კონსტრუქციული მიდგომები.

„ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პრინციპები და ეს არის ორი ულტიმატუმი.

„პრინციპი არის საქართველო, სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული მოთხოვნები და ულტიმატუმები პრინციპი არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მათ მოუწევთ დიალოგის და მედიაციის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები. ულტიმატუმების ნაცვლად კომპრომისების ძიების დროა. ყველა მიდის კომპრომისზე და შეთანხმებაზე, მთავარია ყველა დაფიქრდეს კომპრომისი რა არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მას იმედი აქვს შეთანხმება საღამოსთვის შედგება.

„თუკი შეუძლებელს იტყვიან ჩვენი ოპონენტები, მაშინ შეთანხმება არ შედგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება162

დაკავშირებული -პოსტები

ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით...

დაწვრილებითDetails

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა – ყაველაშვილი სააკაშვილზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

გიორგი ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. დღესაც...

დაწვრილებითDetails

ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის – გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - ამის...

დაწვრილებითDetails

7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება
მთავარი

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს, სამხრეთ კავკასიაში...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"