“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ჟურნალისტი შსს-ში 15 მარტს 11:00 საათზე სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზეა დაბარებული, ხოლო 16 მარტს ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათმა” ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, როგორც თავად ამბობენ, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ბერა ივანიშვილი ოჯახის შეურაცხყოფის გამო არასრულწლოვნის დასჯას უკვეთავს.
პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.
მისი თქმით, ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავენ.










