გომის მთაზე მეხანძრე – მაშველებმა სამი ადამიანი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც
მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება – აცხადებენ საგანგებოში.










