LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადება – სოლიდარობა ტვ პირველს

ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადება – სოლიდარობა ტვ პირველს

დაპოსტა 2021/03/11-ში
A A
822
ნახვა
გაზიარება

ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

“რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის  ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს  გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
  • “ევროპული საქართველო”;
  • “ლელო”;
  • “თავისუფალი საქართველო”;
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”;
  • “ტრიბუნა”;
  • “სახელმწიფო ხალხისათვის”;
  • “რესპუბლიკური პარტია”;
  • “პროგრესი და თავისუფლება”;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი”;
  • “გირჩი – მეტი თავისუფლება”;
  • “თავისუფალი დემოკრატები”;
  • “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”;
  • მოძრაობა “დროა”;
  • “გამარჯვებული საქართველო”;
  • “ევროპული დემოკრატები”;
  • “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”;
  • “ლეიბორისტული პარტია”;
  • “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”;
  • “ემსახურე საქართველოს”;
  • ირაკლი ღლონტი.

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.  მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

გაზიარება329

დაკავშირებული -პოსტები

31 მაისს სვანეთში ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
31 მაისს სვანეთში ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება
მთავარი

31 მაისს, დილის 11:00 საათზე, ქვემო სვანეთში — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება. დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, უდინეს პროვინციაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ეკა ჯაჯვანი. მას ქვეითად გადაადგილებისას ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ამ წუთებში...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

პირს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი აქვს გატეხილი და დაბეჟილობებიც აღენიშნება – ადვოკატი

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.   როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, ლოცულაშვილი კლინიკიდან წუხელვე გაწერეს, თუმცა, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.  ...

დაწვრილებითDetails

გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.   "შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

28 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.   კურო   მოსალოდნელია გაუგებრობები...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"