LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნება იბოძე გახარია გამოდი და გააკეთე განცხადება, რომ ეს შეცდომა იყო – თემურ ცათიაშვილი

ნება იბოძე გახარია გამოდი და გააკეთე განცხადება, რომ ეს შეცდომა იყო – თემურ ცათიაშვილი

დაპოსტა 2021/03/01-ში
A A
234
ნახვა
გაზიარება

ნება იბოძე გახარია გამოდი და გააკეთე განცხადება, რომ ეს შეცდომა იყო – ამ სიტყვებით პანკისელმა თემურ ცათიაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. მისი თქმით იმ ხელისუფლებების დრო დასრულდა, რომლებმაც საქართველო მიწა-წყალი თავიანთ სასარგებლოდ გაყიდეს:

“მე ვარ პანკისის ხეობიდან, დღეს მე ვარ ქართველი და იცით რატომ? იმიტომ რომ მტკივა ქართული მიწა. ვინ არის ქართველი?! ვისაც ეს ტკივა! გულში თუ გტკივა შენ, მნიშვნელობა  არ აქვს საიდან ხარ შენ! ოსი ხარ! ქისტი ხარ! რუსი ხარ! აფხაზი ხარ! საიდან ხარ! აზრებაიჯანელი ხარ! თუ შენ დღეს გულში გტკივა საქართველო, შენ ქართველი ხარ! ჩვენ განვიცადეთ ჩვენს თავზე ის ტკვილი, რასაც დღეს რიონის მაცხოვრებლები განიცდიან, როდესაც ისინი ხვდებიან რომ დგება თურმე დრო, როდესაც ხელისუფლება ეუბნება მათ რომ, თქვენ რიგითი ადამიანები ხართ, რომ თქვენ ამ ქვეყნის მეორეხარისხოვანი შვილები ყოფილხართ და ჩვენ, იქ გავაკეთებთ საქმეს, ფულს, ბიზნეს, სადაც ჩვენ გაგვიხარდებაო, მაგრამ ნურასუკაცრავად, დამთავრდა ნებისმიერი ხელისუფლების ბოგინი, რომელმაც გადაწვიტა ფულის შოვნა საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვის ხარჯზე. ჩვენ აქ რომ ვდგავართ, ეს იმას ნიშნავს რომ, დასრულდა ეპოქა საქართველოში, როდესაც უღირსი ხელისუფლება მართავს სახელწიფოს. დღეს ჩვენ აქ დავინახეთ რომ ქართველი ხალხი, კავკასია, რომელიც საქართველოდან იწყება არის ურყევი, არის შეუპოვარი!

ხელისუფლებას კიდევ აქვს საფიქრალი ორი კვირა! ნება იბოძე გახარია, რომელიც წახვედი შენი პოსტიდან, რომელმაც 2019 წელს შენი ხელით მოაწერე ხელი საქართველოს მიწის გაყიდვას, გამოდი და გააკეთე განცხადება რომ ეს შეცდომა იყო. უთხარი ხელისუფლებას – დაიხიეთ უკან! საქართველოს, ქართველ ხალხს ვერ აჯობებთ! – განაცხადა თემურ ცათიაშვილმა ქუთაისში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის მცველებმა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გამართეს. მათ ათასობით მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოუერთდა. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა მშენებელმა კომპანიამ “ენკა” დატოვოს რიონის ხეობა, მათთვის გადაცემული ტერიტორია კი კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები 14 მარტს ქუთაისის პიკეტირებას აანონსებენ. რიონის ხეობის მცველები ჰესის მშენებლობას უკვე 4 თვეა აპროტესტებენ და რიონის ხეობაში, კარავში ღამეს ათევენ.

გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"