LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს – რას ამბობს ნიკა მელიას მამა

დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს – რას ამბობს ნიკა მელიას მამა

დაპოსტა 2021/02/23-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია „პრაიმტაიმთან“ შვილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„დიდი ტერორისტი დააკავეს, მთავრობას გამარჯვებას ვულოცავ. კადრებს რომ ვუყურებდი, მეგონა „უჟასების“ ფილმს ვუყურებდი. ძალიან მძიმე იყო. მე აბსოლუტურად ამაყი და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დააკავეს, არა მექრთამეობაზე და გაიძვერობაზე – სამშობლოს სიყვარულის გამო დააკავეს.

კობახიძის ბრიფინგსაც ვუსმინე დილით და მის ნაცვლად შემრცხვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ნიკაზე ილაპარაკოს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, ნიკა იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოდიოდა და ის უნდა შეესრულებინა. ცესკოს წინ რომ იყო, ხალხს ამშვიდებდა და პირიქით, ეუბნებოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ეს კადრებშიც ჩანს. ივნისში კი ნიკა ჟურნალისტს გამოექომაგა და პარლამენტიდან გამოაგდეს. რა ორგანიზატორი იყო კაცი, რომელიც აზრზე არ იყო და ჩემთან ერთად კოტორაანთ კარში აგარაკზე იყო და იქიდან წამოვიდა, როცა ასეთ რამეს გეგმავენ, არც აგარაკზე მიდიან და ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში. არც რცხვენიათ, ღმერთის არ ეშინიათ?! გაგიჟებული ვარ, რას კადრულობენ. მჯერა, რომ ნიკა გამართლდება და გარეთ იქნება. ეს დროებითი ხალხი ვერაფერს გააკეთებს“, – ამბობს მელია.

ანზორ მელია პატიმრობაში მყოფ შვილს მიმართავს:

„გამაგრდი შვილო, მაგრად იყავი, შენს გვერდით ვარ. დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს და გითხრა, რომ ბრძოლა ბოლომდეო – რის გამოც შენ უბედნიერესი ადამიანი იყავი. ასე ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე, ერთმანეთს ვამხნევებთ და ყურებჩამოყრილები არ ვართ. რადგან სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, დღეს თუ არა ხვალ.

თანაც მიხარია, რომ ნიკამ მთელი ოპოზიციის მობილიზება და ერთ მუშტად შეკვრა შეძლო. ეს არც ერთ პოლიტიკოსს არ გაუკეთებია, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ის არის ახალი მოძრაობის ლიდერი და ასე ადვილად ვერ დააჩოქებენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა-დაკავებულია არასრულწლოვანი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 1, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air საგანგებო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 1, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.   ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის,...

დაწვრილებითDetails

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია – 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები განცხადებას ავრცელებენ

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია – 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს, წერილით მიმართავენ. პედაგოგებმა აღნიშნული წერილს "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს. მათი განცხადებით: "სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების მიერ დაიწერა...

დაწვრილებითDetails

“მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო”-მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო”-საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
თებერვალი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად,...

დაწვრილებითDetails

პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება: ძალიან ძალიან გვჭირდებით გთხოოვთ გემუდარებით მუხლმოდრეკილი გევედრებით, ყველამ მცირედი რომ გაითოთ ამ თანხას აუცილებლად ავაგროვებთ.ძალიან გთხოვთ გეხვეწებით,შეიბრალეთ ჩემი შვილი , დრო აღარაა თუ გაიღებთ მცირედს ჩემი...

დაწვრილებითDetails

ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს. „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77...

დაწვრილებითDetails

„უხერხულია, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს – ის უნდა გამოვიყვანოთ სოციალური დაცვის პლატფორმიდან“

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

„ჯანმრთელი ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ სოციალური დაცვის პლატფორმიდან და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში გადავიდნენ“, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ნავთობი გაძვირდა – როგორია საწვავის ფასები დღეს საქართველოში

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 72.87 დოლარით (+2.87%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 67.02...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება
მთავარი

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს 16 მარტიდან დაუბრუნდებიან, რადგან 14-15 მარტი უქმე დღეებს ემთხვევა. რაც შეეხება სააღდგომოდ დასვენების დღეებს, 9 აპრილიდან 13 აპრილის...

დაწვრილებითDetails

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
„ტელეიმედის“ მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
მთავარი

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა. რეალურად - დომეინი და სერვერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"