ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 28 წლის ირაკლი აბლოთია. „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ავტომობილში ორნი ისხდნენ. ერთი გადარჩა, მისი გამოყვანა დამტვრეული ავტომობილიდან მაშველებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბურხინჯის საავტომობილო გზაზე მოხდა. მეორე გადარჩენილ მგზავრს აფხაზური მილიცია დაკითხვაზე გადაიყვანს
ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...










