LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მობილური აპლიკაცია STOP COVID უკვე ხელმისაწვდომია

400 000- ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმება კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს ზრდის – ” საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

დაპოსტა 2021/02/13-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტოს მიერ 400 000- ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმება კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს ზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციას გაუმართლებლად მიაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ.

“მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid. აპლიკაციის შექმნა, რომელიც 9 თვით ადრე, 16 აპრილს ამოქმედდა, 400,000 ლარზე მეტი (120,000 ევრო) დაჯდა. სამინისტროს დღემდე არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ეს ძვირად ღირებული პროექტი წარუმატებლად.

პასუხგაუცემელი დარჩა შემდეგი კონკრეტული კითხვები: რა იყო ის კონკრეტული მიზეზი/ები, რის გამოც გადაწყდა აპლიკაციის დეაქტივაცია? 2020 წლის შემოდგომაზე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების დაწყების შემდეგ, რატომ არ მოხდა აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება? თუ პრობლემა იყო პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი, მაშინ დააბრუნა თუ არა კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული?

იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და, სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შეიძლება კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდეს, გაუგებარია, რატომ გააუქმა სამინისტრომ აპლიკაცია, რომლის სრულფასოვნად ამოქმედებას ვირუსის გავრცელების შენელება უნდა გამოეწვია – აპლიკაციის შემქმნელი ორგანიზაციის ცნობით, მისი მთავარი დანიშნულება სწორედაც ინფექციის გავრცელების შენელება იყო.

Stop Covid აპლიკაციის საბაზისო ვერსია ავსტრიულმა არასამთავრობო ორგანიზაცია NOVID20-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ის ლიცენზიის გადასახადის გარეშე გახადა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მთავრობისთვის. ფასიანი იყო მხოლოდ საბაზისო აპლიკაციის მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე და მისი სამთვიანი ტექნიკური უზრუნველყოფა (მომსახურების გახანგრძლივების პერსპექტივით), რა სამუშაოსაც აგრეთვე ავსტრიული კომპანია Rocket Media Communications ასრულებდა; სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ სამთვიანი ხელშეკრულება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, აპლიკაციის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ დასახელებული მიზეზები დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება.

„აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაიგოს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან. აპლიკაციის მქონე სმარტფონები დაშიფრვის წესით ადგენენ და იმახსოვრებენ ერთმანეთთან სიახლოვეს. როდესაც მომხმარებელი აპლიკაციაში მონიშნავს საკუთარ თავს, როგორც ვირუსით ინფიცირებულს, ეს ჯერ მოწმდება მთავრობის ხელთ არსებულ ინფიცირებულთა სიაში, ხოლო დადასტურების შემთხვევაში, ავტომატური შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ სმარტფონს, რომელიც ინფიცირებულთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მინიმუმ 15 წუთით 2 მეტრზე ახლო მანძილზე იმყოფებოდა.

ამგვარად, აპლიკაციის მიზანი არასდროს ყოფილა ახალი ინფიცირებულების გამოვლენა; მისი მიზანი იყო მოსახლეობის დახმარება კონტაქტების გამოვლენის და მართვის პროცესში, რასაც დადებითად უნდა ემოქმედა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაზე.

აპლიკაციის მუშაობის პრინციპიდან და მიზნიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ის წარმატებით მხოლოდ მასობრივი გამოყენების შემთხვევაში იმუშავებდა. მასობრივი გამოყენების მისაღწევად კი საჭირო იყო შესაბამისი მასშტაბის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა. აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი განცხადებები და ვიდეომასალა ძირითადად მისი გააქტიურების პირველი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა; ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არ განხორციელებულა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა, თუ რა თანხა დაიხარჯა აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აპლიკაციის წარმატების გასაზომად ორი მთავარი მანიშნებლის გამოყენება შეიძლება:

„1. გადმომწერების რაოდენობა – 9 თვის განმავლობაში აპლიკაცია სულ 232,659-მა ადამიანმა გადმოიწერა, საიდანაც გადმოწერების 85% პირველ თვეში დაფიქსირდა, ხოლო 64% (150,000 გადმოწერა) პირველ 24 საათში (იხ. ცხრილი). მთლიანი გადმოწერების მხოლოდ 9% დაფიქსირდა 2020 წლის ბოლო 3 თვეში, როდესაც ყველაზე მწვავედ იდგა ვირუსის უკონტროლო გავრცელების პრობლემა. გარდა ამისა, 232,659 გადმომწერი მთლიანობაშიც დაბალი მაჩვენებელია, რადგან საზოგადოებრივი აზრის ბოლო (2020 წლის) კვლევით საქართველოში ოჯახების 80%-ს ერთი სმარტფონი მაინც აქვს (88%-ს თბილისში). აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აპლიკაციისადმი თავდაპირველი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო ამ ინტერესის გაღვივება და შენარჩუნება, რათა საჭირო დროს აპლიკაციას შეემსუბუქებინა ვირუსის გავრცელების პროცესი.

2. ინფიცირების შესახებ თვითშეტყობინებების რაოდენობა– ოფიციალური მონაცემებით, აპლიკაციის საშუალებით ვირუსით ინფიცირების შესახებ 11,437 თვითშეტყობინება დაფიქსირდა, რაც 21 დეკემბრის მდგომარეობით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 5.6% იყო (იხ. ცხრილი). 3 თვით ადრე, 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით სულ 27 თვითშეტყობინება იყო გაგზავნილი, რაც ინფიცირებულთა იმდროინდელი რაოდენობის 0.9% იყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმავე პერიოდში (2020 წლის 17 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე) მხოლოდ მცირედით გაიზარდა აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აპლიკაციის მასობრივი გამოყენების შემთხვევაში თვითშეტყობინების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა; შესაბამისად, მეტ ადამიანს მიუვიდოდა შეტყობინება ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ, რაც დადებითად იმოქმედებდა ვირუსის გავრცელების შენელებაზე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცლებეულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, წარმატების კიდევ ერთი მანიშნებელი შესაძლოა ყოფილიყო იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს მიუვიდათ ინფიცირებულ მომხმარებელთან კონტაქტის შესახებ. თუმცა, სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, ეს მონაცემი არ ფიქსირდება.

„ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მედიას აპლიკაციის გაუქმების ორი მიზეზი დაუსახელა, რომელთაგან ვერცერთი ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად:

1. დასრულდა კონტრაქტის კონკრეტული ეტაპი და სამინისტრომ ხელშეკრულება აღარგააგრძელა – სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აპლიკაციის გაშვება და მისი 3 თვიანი მომსახურება 120,000 ევრო დაჯდა. სამინისტრომ მოგვაწოდა ავსტრიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებაც. სამინისტროს წერილში არაფერია ნათქვამი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თუ ასეთი შეთანხმება შედგა და მომსახურება გაგრძელდა კიდევ 6 თვით, 2021 წლის 20 იანვრამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ აწ უკვე გაუქმებულ აპლიკაციაზე, სინამდვილეში, კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა.

2. „გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი დასტაბილურდა, ამ ეტაპზე აპლიკაციის საჭიროება არარის“ – გაუგებარია რას გულისხმობს სამინისტრო დასტაბილურებაში მაშინ, როდესაც ოფიციალური გათვლებით პანდემია შესაძლოა კიდევ წელიწადი, წელიწადნახევარი გაგრძელდეს.

და ბოლოს, პრობლემად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ აპლიკაციის მოსამზადებლად გაფორმებული ხელშეკრულება არ აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა პირობებით იხარჯება საბიუჯეტო თანხები. ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსხვავებული წესები დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტები შეიძლება დაიდოს შესყიდვების სისტემის გარკვეული მოთხოვნების გვერდის ავლით. გაუმართლებლად მიგვაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა, რადგან ეს ზრდის კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს. მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი
მთავარი

ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა - მძიმედ დაშავდა სამი პირი - ინფორმაცია მთავარი ავრცელებს.  შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა"ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"