ჯორჯ სტინი ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მხოლოდ 14 წლის იყო.
ჯორჯს ბრალად ედებოდა 2 თეთრკანიანი გოგონას მკვლელობა, 11 წლის ბეტის და 7 წლის მერის.
სასამართლო პროცესი მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა. ყველა ნაფიცი მსაჯული, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი იყო. განაჩენი მარტივად და ერთხმად მიიღეს. 81 დღის შემდეგ ჯორჯი სიკვდილით დასაჯეს. მის სხეულში 5380-მა ვოლტმა გაიარა.
70 წლის შემდეგ ჯორჯის უდანაშაულობა საბოლოოდ დამტკიცდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის იარაღი 19 კილოგრამზე მეტს იწონიდა. 14 წლის სტინი ვერ შეძლებდა მის აწევას და გოგონებისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას.
ჯორჯ სტინის საქმე ინსპირაციის წყარო გახდა ცნობილი მწერლის სტივენ კინგის და მან შესანიშნავი წიგნი დაწერა ამ ბიჭის შესახებ, წიგნს ასევე მოჰყვა ფილმი “მწვანე მილი”
წყარო : Facebook გვერდი ,, მხოლოდ რჩეული ფილმები”