LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხელისუფლებამ 4-ჯერ არ შეასრულა დაპირება- მოძრაობა ”გავიგუდეთ”

ხელისუფლებამ 4-ჯერ არ შეასრულა დაპირება- მოძრაობა ”გავიგუდეთ”

დაპოსტა 2021/02/11-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება

13 თებერვალს, 16:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ რუსთავის მერიის წინ აქციას გამართავს. აქციის შემდგომ მოეწყობა ავტომობილებით მსვლელობა რუსთავის საწარმოო ზონაში.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ დასახელდეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების ზუსტი თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს 4 მარტისა.

“რუსთავის მოსახლეობა აღარ ენდობა ხელისუფლების „სავარაუდო“ დაპირებებს და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს, დაასახელოს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების ზუსტი თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს 4 მარტისა. საქართველოს პარლამენტმა ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს წერილობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა „გავიგუდეთ“ 7 მარტს გამართავს დამატებით საპროტესტო აქციას და არ გამორიცხავს საწარმოო ზონის გადაკეტვას”, – წერს “გავიგუდეთ” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

“გავიგუდეთ” ამბობს, რომ ხელისუფლებამ 4-ჯერ არ შეასრულა დაპირება კანონმდებლობის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით.

“ვაპროტესტებთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო მიდგომას რუსთავის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი და ფაქტს, რომ ოთხჯერ არ შეასრულეს დაპირება კანონმდებლობის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით”, – წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, “გავიგუდეთ” თავად უზრუნველყოფს იმ ადამიანების ტრანსპორტირებას, რომლებიც შაბათ-კვირას არსებული სატრანსპორტო შეზღუდვის გამო, გადაადგილებას ვერ მოახერხებენ.

“ახალ რუსთავში მცხოვრები ადამიანების საყურადღებოდ.

რადგან შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს გადაადგილებას მერიამდე.

გვეყოლება ორი ავტობუსი:

ავტობუსი #1
15:30 – ზე გაჩერდება შარტავას ძეგლთან
15:40 – სასტუმროსთან

ავტობუსი # 2
15:40 – იუსტიცია
15:50 – CGC-ის ოფისთან

პირბადის გამოყენება სავალდებულოა.

ვისაც ავტომობილები გყავთ, გთხოვთ, ავტომობილით წამოხვიდეთ, რადგან აქციის შემდეგ გვექნება მსვლელობა საწარმოო ზონაში”, – წერს “გავიგუდეთ”

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი
მთავარი

ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა - მძიმედ დაშავდა სამი პირი - ინფორმაცია მთავარი ავრცელებს.  შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა"ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა...

დაწვრილებითDetails

„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა
მთავარი

თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა. მათი ცნობით, არასრულწლოვანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"