გორის ყოფილი ავტოსადგური იყიდება. ამის შესახებ dianews.ge-ს სანდო წყარომ აცნობა. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ერთ-ერთ ბიზნესმენთან, გივი ჯალაბაძესთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ბიზნესმენი. როგორც dianews.ge-სთან საუბრისას თავად ავტოსადგურის მფლობელი ამბობს, მან ტერიტორიის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ავტოსადგურმა ფუნქცია დაკარგა.
ცნობისთვის, გორის ავტოსაგური წმინდაწყლის დასახლებაში ადგილობვრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გადავიდა.










