ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 113 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 448 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 119, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 11 მოქალაქეა მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 380 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი.










