LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს

რომელ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს

დაპოსტა 2019/09/25-ში
A A
299
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა, ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ momxmarebeli.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მაშინ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გააგზავნეს საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). შემოწმების შედეგად კი 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოაჩნდა, მოხვდნენ:

  • ფრჩხილის ლაქი – Olivia;
  • თხევადი ტუჩსაცხი – MAT 104 Seville;
  • თმის საღებავი – CLAIROL;
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი – Amalfy;
  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier-ი.

ახლა კი ცენტრის ცნობით, წინა კვლების ფარგლებში შემოწმებული 35 პროდუქტი და ასევე 5 თმის საღებავი კიდევ ერთი ნივთიერების – ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ცენტრის ცნობით, ფორმალდეჰიდი ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა.

„ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

ამავე დროს, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში. ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა,“-აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

იხილეთ, ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმებული პროდუქციის ჩამონათვალი:

თეგები: კვლევამომხმარებელთა უფლებებიპარფიუმერიასიმსივნე
გაზიარება139

დაკავშირებული -პოსტები

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თბი­ლის­ში დი­დუ­ბე­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს გა­დაჰ­ქონ­და, გად­მოც­ვივ­და და მის­სა­ვე კა­ბი­ნას და­ე­ცა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"