LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის – გოჩა ლორთქიფანიძე

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის – გოჩა ლორთქიფანიძე

დაპოსტა 2021/01/21-ში
A A
536
ნახვა
გაზიარება

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას. რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან და ეს არის 38-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგენ განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გაზიარება214

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"