,,NBC News-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს, აფინანსებდნენ თუ არა უცხოური მთავრობები, ორგანიზაციები და ინდივიდები ექსტრემისტებს, რომლებმაც დაგეგმეს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევა.
გამოძიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს, 500 000 $-ის ეკვივალენტს ბიტკოინში ტრანზაქცია, რომელიც, როგორც ჩანს, საფრანგეთის მოქალაქისგან ამბოხში ჩართულ მთავარ ფიგურანტებსა და ჯგუფებს გადაერიცხათ; 8 დეკემბერს ფრანგმა პროგრამისტმა (სახელი და გვარი არაა დასახელებული) 28,15 ბიტკოინი, რაც მიახლოებით 500 000 აშშ დოლარია, ამერიკული მემარჯვენე რადიკულური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერს გადაურიცხა, მათ შორის ცნობილ პოდკასტერს ნიკ ფუენტესს, რომლის მიმდევრებიც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობას იღებდნენ. საინტერესოა, რომ იმავე დღეს ამ ფრანგმა პროგრამისტმა თავი მოიკლა, რაც ფრანგულ მედიას მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
ასევე, ამ კვირაში FBI-ის, ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სხვადასხვა ფედერალური თავდაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რისკების შეფასების საერთო ანგარიშში წერია, რომ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის აგენტები 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციასა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლო ნარატივებს ავრცელებენ, რაც იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-ში როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ექსტრემისტებს აფინანსებენ”-წერია ,,მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









