ქუთაისის კლინიკაში პაციენტი გარდაიცვალა. ქალს დაზიანება თავის არეში ჰქონდა. ტავდაპირველად გავრცელებული ინფრომაციით ქალი ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად დაშავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ მოხუცს ბრმა ტყვია მოხვდა.
დაზარალებულს ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.









