ქუთაისის კლინიკაში 84 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, უმისამართოდ ნასროლი ტყვიის მოხვედრის შედეგად დაიჭრა.
შემთხვევა ახალი წლის ღამეს გელათის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, რა დროსაც ტყვია მოხვდა, ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.