მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს, ეს დიდი შეცდომაა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ “მშობლები.გე-თან” ინტერვიუში განაცხადა.
თემურ მიქელაძე ურჩევს მშობლებს, შეეცადონ პატარებს ტკბილეული სახლში მოუმზადონ, რადგან, როგორც წესი, ნაყიდი ბევრი სასარგებლო თვისებით არ გამოირჩევა.
“ყველაზე ხშირი შეცდომები კვებას უკავშირდება… მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს და ჰგონია, რომ სწორად იქცევა, რადგან ბავშვს ასე სურს. ეს დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს… როდესაც ბავშვი ვთქვათ ნამცხვარს ითხოვს, შეგვიძლია სახლში მოვუმზადოთ და ზომიერად გამოვიყენოთ შაქარი და ცხიმი. შეგვიძლლია სხვა სახის ტკბილეულიც სახლში მოვუმზადოთ და ჯანსაღი შემადგენლობით. სახლში მომზადებული სხვადასხვა სახის ჩირიც ბავშვისთვის სასარგებლოა, ნაყიდი სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
წყარო: mshoblebi.ge










