LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღმოაჩინეს სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი – რას აცხადებენ მეცნიერები

აღმოაჩინეს სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი – რას აცხადებენ მეცნიერები

დაპოსტა 2021/01/05-ში
A A
2.1k
ნახვა
გაზიარება

არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი — მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა.

ბიბლია და უძველესი მწერალი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. 37-100 წ. წ.) აღწერენ, როგორ დასაჯა იოანე ნათლისმცემელი სიკვდილით მეფე ჰეროდე ანტიპამ, ჰეროდე დიდის ვაჟმა. ფლავიუსი მიუთითებს, რომ იოანეს თავი მაქერონის ციხეში მოჰკვეთეს, რომელიც თანამედროვე იორდანიაში, მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარეობს.

ფლავიუსი წერს, რომ ჰეროდე ანტიპას მოსახლეობაში იოანე ნათლისმცემლის მზარდი გავლენის ეშინოდა და სიკვდილით ამიტომ დასაჯა. მეორე მხრივ, ბიბლია ამბავს უფრო დეტალურად აღწერს და მოგვითხრობს, რომ ჰეროდე ანტიპამ იოანე სიკვდილით დასაჯა ცეკვის სანაცვლოდ.

ბიბლიის მიხედვით, ჰეროდე ანტიპა ქორწინდებოდა ქალზე, სახელად ჰეროდიასი; ორივე მათგანი განქორწინებული იყო, რასაც იოანე ნათლისმცემელი ეწინააღმდეგებოდა.

ქორწილში, ჰეროდიასის ასულ სალომეს ჰეროდემ ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვა. სალომემ კი, დედამისის, ჰეროდიასის წაქეზებით, იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

როგორც ბიბლია წერს, ჰეროდე ანტიპა ამ სურვილის შესრულებისგან თავს იკავებდა, მაგრამ საბოლოოდ, ფიცის დარღვევა არ ისურვა და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომესთვის ლანგრით მიერთმიათ.

„მაქერონის ციხეში აღმოჩენილი შიდა ეზო სავარაუდოდ ის ადგილია, სადაც სალომემ იცეკვა და ჰეროდე ანტიპამ იოანესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა“, – წერს გიოზო ვოროში, მაქერონის გათხრების პროექტის დირექტორი.

მისივე განცხადებით, შიდა ეზოს აფსიდის ფორმის ნიშა აქვს, რაც სავარაუდოდ იმ ტახტის ნაშთებია, რომელზეც ჰეროდე ანტიპა იჯდა.

 

 

მეფე ჰეროდე დიდის სიკვდილის შემდეგ, მისი სამეფო მისმა ვაჟებმა გაიყვეს – ჰეროდე ანტიპა აკონტროლებდა სამეფოს, რომელშიც შედიოდა გალილეა და იორდანიის ნაწილი. სამეფოს ის მაქერონის ციხიდან მართავდა.

არქეოლოგებმა შიდა ეზო 1980 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ვოროში სტატიაში წერს, ამ დრომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ეს ნიშა ჰეროდე ანტიპას ტახტის ნაწილი იყო. მისი განცხადებით, შიდა ეზოს გვერდით ტახტის არსებობა ამყარებს დასკვნას საცეკვაო მოედნის შესახებ.

არქეოლოგთა ჯგუფმა შიდა ეზოს რეკონსტრუქცია მოახდინა და ამ საკითხზე გამოცემულ წიგნშიც შეიტანა.სურათებზე ეზო ისეთია ასახული, როგორიც ის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დროს უნდა ყოფილიყო.

 

 

ხუთამდე მეცნიერმა, რომლებიც გათხრებში ჩართული არ ყოფილან, Live Science-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ ეს მართლაც ჰეროდე ანტიპას ტახტი და ის საცეკვაო მოედანია, სადაც სალომემ სასიკვდილო ცეკვა შეასრულა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი.

ჩრილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის რელიგიურ კვლევათა პროფესორი ჯოდი მაგნესი ვოროშის და მისი ჯგუფის კვლევას აქებს, იქვე აღიარებს, რომ ეს შეიძლება მართლაც ჰეროდეს ტახტი იყოს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც აქვს.

მაგალითად, მისი განცხადებით, მაქერონში აღმოჩენილი ნიშა უფრო პატარაა, ვიდრე იერიქონის ზამთრის სასახლეში აღმოჩენილი ტახტი, რომელიც მამამისს, მეფე ჰეროდე დიდს ეკუთვნოდა.

მისივე თქმით, მაქერონში აღმოჩენილი ნიშა ძალიან ჰგავს ორ ნიშას, რომლებიც ჰეროდიუმის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს; ეს ციხე მეფე ჰეროდე დიდმა ააგო, მაგრამ ეს ორი ნიშა ტახტების ნაშთებად არასოდეს იდენტიფიცირებულა.

დიუკის უნივერსიტეტის ებრაულ კვლევათა პროფესორ-ემერიტუსის, ერიკ მეიერსის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ჰეროდე ანტიპას ტახტი იყოს, მაგრამ ჯერ სრული მოხსენების წაკითხვა სურს.

„იოანე ნათლისმცემლის სიკვდილით დასჯის ადგილის შესახებ ლიტერატურული და არქეოლოგიური წყაროების დამთხვევა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევა უმნიშვნელოვანესია და ველოდები საბოლოო ანგარიშს“, — ამბობს მეიერსი.

 

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით 1tv-ის მიერ. 

გაზიარება837

დაკავშირებული -პოსტები

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"