LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმერეთი რეგისტრირებული ეკომიგრანტების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია

იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია დაარსდა

დაპოსტა 2020/12/22-ში
A A
1.6k
ნახვა
გაზიარება

კომპანია ENKA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია – „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ENKA ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, როგორც ცნობილია, ENKA, რომელიც წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტის არეალში არსებულ სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. კომპანიის ამ პოლიტიკის ფარგლებში ახალდაფუძნებული ასოციაციის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობით, მეღვინეობითა და მეფუტკრეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი ENKA მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიად არის აღიარებული. ჩვენს საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. ეს ეხება როგორც სამშენებლო პროცესსა და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფას, ასევე მდგრად განვითარებაზე ზრუნვას, რაც მათ შორის საპროექტო არეალებში მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ნამახვანის პროექტი საქართველოში ჩვენი კომპანიისთვის რიგით მეორეა – 2014-2020 წლებში გარდაბანში, წალკასა და ახალციხეში წარმატებით განვახორციელეთ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX), რომელშიც ENKA გენერალურ კონტრაქტორად იყო წარმოდგენილი. იმავე პერიოდში ჩვენ მრავალი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ძირითადი მიმართულება კი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა იყო. რიონის ხეობაში ბევრად უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. მაგალითად, ვგეგმავთ ადგილობრივი თაფლის ექსპორტზე გატანას და ამ საკითხზე უკვე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ასოციაციის შექმნით ENKA ასევე ხაზს უსვამს მის მზაობას, ითანამშრომლოს მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებთან, მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა ტვიშის მიკროზონის განვითარება.

გაზიარება646

დაკავშირებული -პოსტები

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"