LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნახეთ ცნობილი ანიმაციების გმირები ქუთაისის ქუჩებში (+ფოტო)

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 24 დეკემბრიდან

დაპოსტა 2020/12/22-ში
A A
671
ნახვა
გაზიარება

 ,, მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან,  ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე.

 .  ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე.

 –         ინფიცირებიის დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა  ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე.

 შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და  იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის.

 ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით:

 1.      ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

2.      ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

3.      ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

4.      24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები

5.      მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

o   მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე

o   მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

o   მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი

o   მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;

o   ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

o   ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

o   ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ

o   სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით

o   ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები

o   აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას

o   ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

6.      მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მტელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

7.      სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და  საახლაწლო საღამოების მოწყობას.

8.      აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

9.      რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

11.  გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

12. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში.”-წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზიარება268

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 465 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6638, ევრო – 3.1012, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5900 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი – რა მოხდა რუსთავში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
მთავარი

ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო. ანამ K44, - 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა....

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც საქართველოში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა – რა კითხვები აქვთ ქალის წინააღმდეგ ამერიკაში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს­თან (FBI) ორ­მხრი­ვი...

დაწვრილებითDetails

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა
მთავარი

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით...

დაწვრილებითDetails

სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან – რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
კაცი ადგილზე გარდაიცვალა,ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
გველმა არასრულწლოვანს უკბინა
მთავარი

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში  მოხდა. როგორც  ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"