LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა

დაპოსტა 2020/12/16-ში
921
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენციისას, მხარის გუბერნატორმა პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, Covid-19-ის მართვის პროცესსა და ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა. ვიდეოკონფერენციისას სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით.

ზვიად შალამბერიძემ მერებს მისცა დავალება მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა. ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება368

დაკავშირებული -პოსტები

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
1
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
6
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
6
მთავარი

შემოდგომის მეორე თვე ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს ახალი მთვარე ახალი დასაწყისისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც ურთიერთობებში ახალ ეტაპზე უნდა იმუშაოთ. 2025 წლის ოქტომბრის ბოლო ბევრ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 16, 2025
287
მთავარი

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი...

დაწვრილებითDetails

რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოქტომბერი 16, 2025
5
მთავარი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი რუსული კანონებით გაასამართლეს. აკაკი ბერიანიძეს რუსეთში 14  წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. რუსეთი მას უკრაინის მხარეს ბრძოლას ედავება და ამტკიცებს, რომ ბერიანიძე იყო დაიქირავებული, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ფულის...

დაწვრილებითDetails

შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დააჯარიმა

ოქტომბერი 16, 2025
43
მთავარი

შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ იმყოფებოდა - მან აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

დაწვრილებითDetails

რა ჯდება მართვის მოწმობის აღება

ოქტომბერი 16, 2025
276
მთავარი

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეს გამოცდების ჩაბარება რამდენიმე ეტაპად უწევს. თითოეულ ეტაპზე გასასვლელად აპლიკანტი სხვადასხვა ოდენობის თანხას იხდის. როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების...

დაწვრილებითDetails

გლდანში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ოქტომბერი 16, 2025
303
მთავარი

გლდანში დაკარგული ბავშვი იპოვეს. 12 წლის ბიჭი უსაფრთხოდაა და უკვე ოჯახთანაა.

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში  1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 16, 2025
34
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში სამგზავრო ხელბარგში 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს. 431 065 ლარის ოდენობის,არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის...

დაწვრილებითDetails

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

ოქტომბერი 16, 2025
20
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე, მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული წითელი ნუსხით დაცული...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».