ქუთაისში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე დილით მოხდა.
როგორც მაღაზიის მფლობელის ამბობს, დილით ხმაური გაიგონა, გამოვიდა და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდა.
მისივე თქმით, წაღებულია 250 ლარამდე თანხა და პროდუქტი.
როგორც ცნობილია მძარცველებს მაღაზიაში პირადი ნივთები დარჩათ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ორი პირი, ერთი კი მხილებულია. გამოძეიბა 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.