მოქალაქე დათო სუბელიანი დაკარგულ ძმას ეძებს. ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, რათა მისი ძმის მოძებნაში დაეხმარონ.
„მეგობრებო დაკარგულია ჩემი ძმა, თუ ვინმეს გინახავთ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გთხოვთ დამირეკოთ ან მომწეროთ ნებისმიერ დროს.
(თან ახლავს ლეკვი იაგტერიერის, აცვია დუტის კურტკა შავი ფერის, სპორტული შარვალი და კეტები, ატარებს წვერს და დაახლოებით 1.65 დან 1.70-მდე სიმაღლის)
გთხოვთ გაავრცელეთ.
ჩემი ნომერია: 599043806″, – წერს დათო სუბელიანი.










