ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომას მერის რანგში პირველად დაესწრო. ხახალეიშვილმა ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მერმა სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ ესწრებოდა ოპოზიცია, ოპონენტებს საკრებულოში დაბრუნებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
იოსხებ ხახალეიშვილს ქუთაისის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ და ასეთ ვითარებაში თანამშრომლობას მიზანშეწონილად არ თვლიან.









