ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი მუშაობას შეუდგა. იოსებ ხახალეიშვილი თავის პირველ სამუშაო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქალაქისთვის მნიშვნელობან თემებზე ისაუბრა. ნამოხვანჰესის მშენელობა, მზეჭაბუკის ძეგლის გადმოტანა ამ თემებით დაინტერესდა “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა ნამოხვანჰესზე განაცხადა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ელექტროენეგიის წარმოება, მზეჭაბუკთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა რომ ეს ძეგლი ავტოქარნის დასახლების სავიზიტო ბარათია.
იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მასში სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი პროექტები იქნება გათვალისწინებული.
ქუთაისის მოსახლეობისა და ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფები წარმოადგენს. სტუდენტები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მათთვის შეღავათიან ტარიფებს, თუმცა მერს დღემდე უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ქუთაისის ახალარჩეულმა მერმა წარდგენისას განაცხადა რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება კულტურის სფერო, “მეგა ტვ” დაინტერესეთა თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს იოსებ ხახალეიშვილი ამ მიმართულებით ქალაქში.
ქუთაისმა ახალი მერი ერთი წლის ვადით აირჩია, რადგან წინამორბედმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. რის გაკეთებას მოასწრებს ახალადარჩეული მერი მცირე დროში ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.









