ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლამდე მამაკაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, გულ-სისხლ ძარღვთა პრობლემა ქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 81 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5.
“24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს 9 ინფიცირებული.
ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა წარმოთქვას
მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება. 1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს, 1...










