ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე 45 ნომერში კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფასადის ნაწილის ჩამოცვენისას არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივები ამბობენ კორპუსების ფასადების ნაწილები განსაკუთრებით ქარის დროს ცვივა.
ქუთაისში ფასადების პრობლემა მწვავედ დგას. ქალაქში მათი ჩამოშლის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრუდა.










