ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი – გეგუთის მაგისტრალზე.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთიმა ავტომობილმა დაკარგა წონასწორობა ამოტრიალდა და საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე გადავარდა.
ადგილზე მობილეზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
შსს-ის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

