ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას გუშინ სიცხე არ ჰქონია, თუმცა პნევმონია დარჩენილია.
„პრაიმტაიმთან“ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე საუბრობს.
თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია კვლავ სახლში განაგრძობს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.