LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა

დაპოსტა 2026/07/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო ახალი პროგრამის – „მაღალი რისკის ახალშობილთა დედის რძის ბანკით უზრუნველყოფა“ განხორციელება.

 

პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, სადაც ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო დედის რძის პირველმა ბანკმა საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განცხადებით, დედის რძის ბანკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით.

 

„აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების ჯანმრთელობის დაცვაში. მისი მთავარი მიზანია უსაფრთხო მკურნალობის პირობების შექმნა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ხელს შეუწყობს გართულებების, მათ შორის მძიმე ინფექციებისა და განვითარების შეფერხების რისკის შემცირებას“, -აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

 

დედის რძის ბანკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ვიანის გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგია, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პირები, ნეონატოლოგები და პედიატრები. პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით. ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო სამძიმრისბწერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა
მთავარი

საპატრიარქო, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას - ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება. მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით...

დაწვრილებითDetails

ყელის არეში დაჭრა – როგორია არასრულწლოვანის მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო. დაპირისპირებდე, კორპუსის ერთ- ერთმა მცხოვრებმა ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა  კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი | ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა - ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა თავდაცვის სამინისტრო...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დააჯარიმეს უცხოელი მამაკაცი, რომელიც ტაძრის გალავანთან შარდავდა

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
დააჯარიმეს უცხოელი მამაკაცი, რომელიც ტაძრის გალავანთან შარდავდა
მთავარი

პოლიციამ დააჯარიმა ესტონეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა. სამართალდამცველებმა გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის გალავანთან...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა
მთავარი

ანა ჯაფარიძე (-52კგ) პარა ტაეკვონდოში კორეის ღია ჩელენჯის ვიცე-ჩემპიონია შეხვედრების პირველი და მეორე წრე ანამ გამარჯვებით დაასრულა. მან ბრძოლა იაპონელ და რუს მეტოქეებს მოუგო, მესამე წრე პარალიმპიურ ჩემპიონთან, მონღოლ მოწინააღმდეგესთან...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი, იტალიაში, რომში, ნინო ბესელია... გულის შეტევით... უფალმა ნათელში ამყოფოს... ვუსამძიმრებ ოჯახს და ემიგრატებს ამ დიდ ტრაგედიას...! ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

11 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში...

დაწვრილებითDetails

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"