ამერიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებთათვის $500 000 დოლარს გამოყოფს – ამის შესახებ ამერიკის საელჩოდან იუწყებიან.
მათივე ცნობით ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება.
“სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში.” – ნათქვამია ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.