LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

დაპოსტა 2026/11/26-ში
0
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა – ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართული საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებს, იქ არსებულ დებატებს იმდენად აქვს ყავლი გასული, სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები ამ ყველაფრის დემონსტრირებას იმდენად არაფრის მომცემი ტყუილი ნარატივის პირობებში და ფორმატში ახდენენ, რომ მათ თვითონ ევროპარლამენტარებიც აღარ უსმენენ. ეს უკვე მერამდენე ე.წ. დებატია. დებატი იმართება სავსე დარბაზში, საინტერესო საკითხებზე, როდესაც სულ მცირე, ნახევარზე მეტი დეპუტატი მაინც ესწრება. უკვე მერამდენედ ვხედავთ აბსოლუტურად ცარიელ დარბაზს. რამდენიმე ადამიანი ზის ისე, რომ შეიძლება თვალმა ვერც კი შეამჩნიოს მათი იქ ყოფნა. სააკაშვილთან განსაკუთრებულ მეგობრობაში მყოფი დეპუტატები გამოდიან და იმდენად დიდ ტყუილებს საუბრობენ, რომ ამ ტყუილების მოსმენა, როგორც ხედავთ, თვითონ ევროპარლამენტარებსაც აღარ სურთ.

ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, როდესაც საუბრობენ ბურჭულაძეზე, იმ ადამიანზე, რომელმაც რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე. მან პირდაპირ დარაზმა ხალხი და მოუწოდა, როგორ უნდა მოეხდინათ ამ გეგმის რეალიზება, რასაც ერქვა ხელისუფლების პრაქტიკულად ხელში ჩაგდება. შემდგომი განვითარებული მოვლენებიც ვნახეთ, როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, გასაღები როგორ უნდა ჩაებარებინათ რევკომის მეორე წევრის, ზოდელავას მოწოდებით. ეს ადამიანები, მათ შორის ზოდელავა, გამოდიან და აღიარებენ დანაშაულს, ითხოვენ საპროცესო შეთანხმებას. ამ თხოვნას სახელმწიფო ადეკვატურად უდგება და შესაბამის ნაბიჯს დგამს. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც დანაშაული არის აღიარებული, ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები, ძმაკაცები ისევ გამოდიან და ამბობენ, რომ, არა ბატონო, ეს ყველაფერი თურმე, არის ტყუილი და ეს დიდი ევროპული დონის მომღერალი არის ტყუილუბრალოდ ციხეში. როგორც ვნახეთ, ამ სისულელის, ამ ტყუილის დაჯერება, თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ღია სხდომაზე, ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი. ეს ყველაფერი არაერთგზის ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ამ ადამიანების მიერ მიღებულ არანაირ რეზოლუციას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, დღეს კი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით?” – დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?, - ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან...

დაწვრილებითDetails

რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დიალოგი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს, დეკემბერში განსაკუთრებული წარმატება ელის

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

2026 წლის დეკემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაჭრან ხანგრძლივი პრობლემები, გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა, მიაღწიონ კარიერულ წარმატებას და პირად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

“ძმა დასთან ყოფილა სტუმრად” – თბილისში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი. ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა,...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესები განვითარდა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის...

დაწვრილებითDetails

ვაზიანში დაკარგული ბიჭი იპოვეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს. ინფორმაციას მოზარდის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ბავშვი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, ვარკეთილში იპოვეს. მათივე თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».