LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/11/26-ში
0
ნახვა
გაზიარება

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ“ რუსეთთან.

„დიალოგი უნდა გაგრძელდეს. დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო- რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩეთ მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეც.წარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა, სპეციალურმა წარმომადგენელმა [გიორგი ზურაბაშვილი] გამოყო სამი კატეგორიის საკითხი: ერთი, გავშალე, ეს იყო ღვინოს დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები. ამაზეც გააკეთა განმარტებები ბატონმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას ამ დროს, ჟურნალისტმა ჰკითხა, „ეს არის პოზიტიური შედეგი?“, რასაც პრემიერმა ასე უპასუხა:

„დამაცადეთ, ერთი წამი. დადექი აქ მაშინ და ილაპარაკე, რა უბედურებაა? კულტურა დაიცავი, ვლაპარაკობ და მერე დასვი კითხვები, რა არის ეს, უზრდელობა.

რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს. აქაც რატომ გვაქვს ეჭვები? იმიტომ, რომ ასეთი საკითხები ძალიან კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები, თითქოს აქ, არაფერი არ არის ცუდი და მეტიც, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდგომ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთი კონფერენცია იყო, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის MGU-ს თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში, 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეიძლება განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღეს, დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს, ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი გვაქვს, რომ ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ [რუსეთთან] დიალოგი არის საჭირო.

„დიალოგია რის საჭირო იმიტომ, რომ არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი. ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელი. ჩვენ გავაგრძელებთ მოთმინებით საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს დადებით შედეგებს.

[დეოკუპაციაზე] ამაზეც ისაუბრა სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც ყველამ ვიცით და სპეციალურმა წარმომადგენელმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ეს იყო რეალურად ამ მიმართულებით საუბრის შინაარსი, ორივე მხრიდან პრინციპული პოზიცია იქნა დაფიქსირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის რთული საკითხი, განსხვავებით ღვინის საკითხისგან. ეს არის ბევრად უფრო რთული საკითხი, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა ამ მიმართულებით. გვესმის, რომ ასეთი საკითხები ერთ დღეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ გადაიჭრება. შესაბამისად, შინაარსი ეს იყო. ორივე მხრიდან დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. გაგრძელდა საუბარი სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

არის მთელი რიგი საკითხები, მეტ წილად ტექნიკური საკითხები და ეს ტექნიკური საკითხები, არ არის დაკავშირებული, სამწუხაროდ, დეოკუპაციასთან, თუმცა, ირიბად, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

” მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით?” – დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?, - ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს, დეკემბერში განსაკუთრებული წარმატება ელის

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

2026 წლის დეკემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაჭრან ხანგრძლივი პრობლემები, გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა, მიაღწიონ კარიერულ წარმატებას და პირად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

“ძმა დასთან ყოფილა სტუმრად” – თბილისში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი. ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა,...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესები განვითარდა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის...

დაწვრილებითDetails

ვაზიანში დაკარგული ბიჭი იპოვეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს. ინფორმაციას მოზარდის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ბავშვი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, ვარკეთილში იპოვეს. მათივე თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება.

დაწვრილებითDetails

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს - ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. მათი ცნობით  რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას გეგმავს – ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ნოემბერი 26, 2026
0
@?FFKM.3
მთავარი

2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღეს. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ....

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

თბილისში, ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახლობლების ცნობით, ბიჭი სახლიდან, დღეს, 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „დაიკარგა 12 წლის ბავშვი ვაზიანში! სახლიდან გავიდა 12:00 საათზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».