LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დიდების შეცდომისთვის, წარუმატებელი დღისთვის, შეუმდგარი ურთიერთობებისთვის პატარები არ უნდა დაისაჯონ”

,,დიდების შეცდომისთვის, წარუმატებელი დღისთვის, შეუმდგარი ურთიერთობებისთვის პატარები არ უნდა დაისაჯონ”

დაპოსტა 2020/11/18-ში
A A
707
ნახვა
გაზიარება

ასოციაცია “მერკურის” ფსიქოლოგი თამარ ბებია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

“შენ, ვინც ამას კითხულობ და ხარ მშობელი, ბებია, მასწავლებელი თუ ბავშვის მეურვე გთხოვ, გულისყურით წაიკითხე, ის რასაც ახლა გეტყვი, იქნებ რამე გენიშნოს და დაგაფიქროს !

თუ ბავშვზე ზრუნავ, ე.ი. დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია მისი და სამყაროს წინაშე, რადგან გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული მათი სამომავლო ურთიერთობა როგორი იქნება? – გულღია, მტრული, კარჩაკეტილი თუ კონსტრუქციული ?- ამიტომ, გირჩევ დაფიქრდე – ვინ დგას შენს წინაშე?…

ბავშვი/მოზარდი ეს არ გავს არც ერთ ნივთს შენს გარშემო და არც ამ თოჯინას ფოტოდან, რომ გიმზერს… არა, ის ნამდვილია და მ ი ს ი თ არ უნდა “ითამაშო”, მხოლოდ მ ა ს თ ა ნ თამაში, ურთიერთობა და გულწრფელი საუბარია უპრიანი !

ბავშვი/მოზარდი ის არსებაა, მუცლიდანვე რომ ესმის, გრძნობს და განიცდის წინასწარ განწყობებს და შენ წარმოიდგინე, უკვე “წამოჩიტული” საკუთარი თვალით აკვირდება დედ-მამის, ბებია-ბაბუის, აღმზრდელ-მასწავლებლის და სოციუმის ქცევას, განწყობას და ემოციებს… მათ შორის, ესმის შენი დამოკიდებულება და შეფასება მის პიროვნებაზე , ეს კი მის იდენტობაზე ახდენს გავლენას. თუ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებ, დასცინი, ჩაგრავ ან მის ოჯახის წევრს აძაგებ მისი თანდასწრებით – განიცდის, საშინლად განიცდის და დაუცველობის განცდა ეუფლება.

საკუთარ თავს იდანაშაულებს, რადგან უჭირს არსებული რეალობის შეცვლა ან იმიტომ, რომ იმედები ვერ გაამართლა, რაღაც ისე არ გამოუვიდა, როგორც გინდოდა, შენ ხომ ასე ეგოისტურად, “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” გინდა მისთვის ?! მაგრამ…

მოდი ვაღიაროთ, რომ სინამდვილეში, არც თუ იშვიათად, ჩვენ საერთოდაც არ ვიცნობთ მათ შინაგან სამყაროს, პიროვნულ ღირსებებს, განცდებს და ფიქრებს, იმიტომ რომ არ ვაკვირდებით და საუბრის ფორმის მოძებნაც გვიჭირს მათთან.

თუმცა გვგონია, რომ ჩვენზე უკეთ მას არავინ იცნობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ დილით მის საყვარელ ომლეტს ან კიდევ ბუტერბროდს ვუმზადებთ. ეს არ კმარა.

დაფიქრდი: ბოლოს როდის დაინტერესდი როგორ არის? როგორ მისდის საქმე ამხანაგებთან / შეყვარებულთან? დაღლილი ხომ არაა? რა მუსიკას უსმენს ამ ბოლო დროს? როგორ გრძნობს თავს შენთან საუბრისას? – მიდი გამოიწვიე სასაუბროდ და მოუსმინე, მოგწონს თუ არა, ათქმევინე სათქმელი და ეცადე კრიტიკის ნაცვლად, გაუგო … გაიცნოო!

გთხოვ, დაიმახსოვრე და მასაც ასწავლე, რომ:

შეცდომა ყველას მოგვდის, მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ!

დიდების შეცდომისთვის, წარუმატებელი დღისთვის, შეუმდგარი ურთიერთობებისთვის პატარები არ უნდა დაისაჯონ!

სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს ! ყოველი პოზიტიური დიალოგისთვის და წახალისებისთვის, მომავალში მათგან ასმაგად დაფასდებით.

არ დაამციროთ ადამიანები მისი თანდასწრებით, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრები – ეს ყველაზე მეტად ამახინჯებს მათ სულებს !

აუხსენით სიყვარულით, მოიხადეთ ბოდიში, ასწავლეთ სხვისი აზრის პატივისცემა და ჯანსაღი კრიტიკა საკუთარ მაგალითზე და დამიჯერეთ, თქვენ გაიმარჯვებთ! – სამყარო გაიცნობს კიდევ ერთ შემდგარ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, ჰუმანურ და ბედნიერ თანამოაზრეს!”, – წერს ფსიქოლოგი.

გაზიარება283

დაკავშირებული -პოსტები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები – რას წერს ნანული ცხვედიანი
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"