LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას გულისხმობს აშშ-ის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი

იმედი მაქვს ჩვენ მოვახერხებთ საქართველოში ტემპერატურის დაწევას – რას აცხადებენ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ამერიკელი საჯარო მოხელეები

დაპოსტა 2020/11/18-ში
A A
169
ნახვა
გაზიარება

თბილისში ყოფნის პერიოდში მაიკ პომპეო განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ქეილ ბრაუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ჩავიდა. აქ ყოფნისას ის განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას“, – წერს ქეილ ბრაუნი.

პოლიტიკურად დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სავარაუდოდ, არჩევნების საკითხსაც შეეხება, – ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა “ამერიკის ხმას” განუცხადა.

„გარდაუვალია, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ დაძაბულობაზე არ ისაუბრონ. ეს საკითხი განხილული იქნება შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს და მისი შიდა პოლიტიკის საკითხია, შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული. საქართველოს დემოკრატიულობა არის ის, რაც გამოარჩევს მას რთულ სამეზობლოში. საქართველოს დემოკრატიის ხარისხი არის მისი მთავარი ნარატივი, მისი ეროვნული უსაფრთხოება და შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველი. ამიტომ მე მოველი, რომ ეს განხილული იქნება და იმედი მაქვს ჩვენ მოვახერხებთ საქართველოში ტემპერატურის დაწევას“, – აღნიშნა დეიმონ უილსონმა.

მისივე თქმით, პომპეო ამერიკის ჩართულობას და წარმომადგენლობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს მაშინ, როცა რეგიონში რუსეთი და თურქეთი აქტიურდებიან.

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“, სადაც საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, ამასთანავე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე როგორც რეგიონალური, ისე – შიდა კუთხით. „ინტერპრესნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს.

რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა.

ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება.

რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა.

აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა – იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს.

გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა.

ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება.

საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების” ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ.

ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ – სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს.

მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები.

საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს.

რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები – რას წერს ნანული ცხვედიანი
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს
მთავარი

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას „ჰააგის დეკლარაციაზე“...

დაწვრილებითDetails

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე
მთავარი

საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. „მსურს, კენჭისყრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"