საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და წერს, რომ ეს ვიზიტი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთხელ გამოვლენაა.
„მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთხელ გამოვლენაა“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.
ამ წუთებში გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს.










