”არ ვნებდები არანაირად ამ ნეგატივს. არ დავამარცხებინებ თავს. დღეს ქუთაისის თეატრის ვასიკო მოგვიკლა კოვიდმა. „ვასო ბიძი“, ჩვენი თეატრის სინდისი და ნამუსი, ყველა ძირძველი ქუთაისელის დამტირებელი აღარ გვყავს. სასწაული თეატრალი აღარ გვყავს, მაგრამ მე ჩუმად ვარ. მაინც ვხუმრობ, მაინც მინდა გავამხიარულო ხალხი. გუშინ გელა მოგვიკლა კოვიდმა. საფიჩხიის უბნის კოლორიტი. უწესიერესი გელა, უსპეტაკესი სულის ადამიანი. კი არ დადიოდა ქუთაისის ქუჩებში, მგონი ცოტათი დაფრინავდა, თან ფეხაკრებით. მაგრამ მე გუშინაც ვიცინოდი. არ დავამარცხებინებ თავს ამ კოვიდს. დღეს ბათუმში კიდე 12 წლის ბავშვიო… ვაი მის დედას, ვაი მის მამას…რანაირად გინდა დამუწო პირი და არ თქვა არაფერი… არ შეიმჩნიო…
რა ჯანდაბა ვქნათ? მაინც უნდა ვიხუმროთ, ასე ხო არ დავიხოცებით ყველა? სიკვდილამდე ხომ არ მოვკვდებით? გოდერძი ჩოხელის პერსონაჟივით ვარ- თუ ხალხი კვდება ყოველდღე სოფელში რა გამღერებთო?- „სიკვდილს ვაბნევთ და ვაშინებთო, იქნება წავიდეს, შეგვეშვასო“….
მართლა და მართლა ზოგჯერ სულ არ გვემღერება, მაგრამ მაინც ვმღერივართ…” – წერს დათო ლიკლილაძე ფეისბუკზე.
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღე ენერგიული და აქტიური იქნება. შესაძლოა ახალი იდეა ან შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ეცადეთ ემოციებით არ იმოქმედოთ და ყველაფერს მშვიდად მიუდგეთ. კურო დღე ხელსაყრელია...










