ციცო ჭიღვარია წლების განმავლობაში, ემიგრაციაში იტალიაში იმყოფებოდა. ის მოხუცთან, დამხმარედ მუშაობდა. 14 ნოემბერს, დილით, თავისი ოთახიდან რომ არ გამოვიდა, ოჯახის წევრებმა მიაკითხეს და საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
„ახლობლები და საქართველოს საელჩო იტალიაში ჩართულია გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებში. იმედია, ეს ნატანჯი ქალი თავის მშობლიურ მიწაში დაიმარხება. ასე ვართ ემიგრანტები. თავად ავად ვართ და სხვებს ვუვლით. როდის რა დაგვემართება, არავინ ვიცით. ციცოს ოჯახი საქართველოში ჰყავს და იმათი მდგომარეობაც წარმომიდგენია. ღმერთს ვთხოვ, ყველა ემიგრანტი დროულად და ჯანმრთელად დაგვაბრუნოს სამშობლოში“, – გვითხრა ქალბატონმა ნანამ.
Primetime.ge










