LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უთქვამს ჩემს ადგილას ვისაც ჭირდება ის დააწვინეთ, თვითონ სახლში წავიდაო- სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

უთქვამს ჩემს ადგილას ვისაც ჭირდება ის დააწვინეთ, თვითონ სახლში წავიდაო- სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

დაპოსტა 2020/11/13-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება
ვიღაცის პოსტი წავიკითხე ექიმს ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა და ადგილი არ დააკავა კლინიკაში, უთქვამს ჩემს ადგილას ვისაც ჭირდება ის დააწვინეთ, თვითონ სახლში წავიდაო. ამის შესახებ  არჩილ ჯალაღონია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.
,,რა პატარა მომენტია და რა დიდი სიყვარული სხვების მიმართ. ჩემს ირგვლივ უამრავი მედდა და ექიმია ასეთი, მეტსაც გეტყვით ვიცნობ რამდენიმე მათგანს მიუხედავად მათი მძიმე რისკებისა, მაინც საფთხის ქვეშ დააყენეს საკუთარი სიცოცხლე სხვების სანაცვლოდ. ეს ყველაფერი გააზრებულად. ალბათ სიყვარული არის მაშინ, როცა ვინმესთვის შეგიძლია გაწირო ან გასცე შენი დრო, ჯანმრთელობა და თუ შესაძლებლობა.
ყველა ეპოქას და ისტორიას ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, თავისი აპლოდისმენტი და კრიტიკა…არც ეს კოვიდ19 პერიოდი ჩაივლის ისე, გადაფასდება ყველაფერი იმედს ვიტოვებ და ყველას მისი საზღაური მიეგება, ეპიდემია ადრე თუ გვიან დაცხრება, წაიღებს მისას და წავა…პლანეტის ისტორიაში ჯერ არასდროს არ მოუგია ომი მიკროსამყაროს მაკროსამყაროსთან და არც პირიქით, იდეალური მდგომარეობა ყოველთვის იყო ზავი…ალბათ დავზავდებით ამ ერთხელაც, გვაპატიებს სამყარო ჩინეთში სენსიტიურ დახველებას…მე სხვა რამ მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ჩემო ქუთაისლებო, რომ ამ ისტორიაში აუცილებელია იცნობდეთ ახალგაზრდა ექიმს თეონა ლორთქიფანიძეს, რომელთანაც მქონდა ბედნიერება მემუშავა კლინიკა “ბომომდში” რამდენიმე თვე კოვიდ19 ბლოკში და გავმხდარიყავი თავდაუზოგავი ბრძოლების და უძილო ღამეების მომსწრე…ამ უთანასწორო ბრძოლაში როგორ ზეიმობდა სიცოცხლე ერთმანეთის მიყოლებით…თეონა ერთადერთი ექიმი გინეკოლოგი იყო იმ პერიოდში (ალბათ ახლაც, ზუსტად არ ვიცი) დასავლეთში ვისთანაც გადმოყავდათ ყველა კოვიდ19 ინფიცირებული ორსული და მეძუძური დედა…ათეულობით ორსული მიიღო, უმკურნალა, მოეფერა ამშობიარა და შინ გამოჯანმრთელებული და გამრავლებული გაუშვა თავიანთი პატარებით…არ არსებობს იმაზე დიდი მდგომარეობა ვიდრე დედა და შვილი ერთად, არ არსებობს საავადმყოფოზე დიდი ეკლესია, სადაც დედა ლოცულობს ახალშობილ შვილზე და არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, უყურო სიხარულის ცრემლებს როცა ჯანმრთელები ტოვებენ კლინიკას…ღმერთისგან დალოცვილია ეს გოგო, მადლიანია.
მახსენდება ერთი სამუშაო ღამე, დაახლოებით 10 მდე ორსული უწევს და კიდევ რამდენიმე ტრიაჟდება, პარალელუად საოპერაციოში შედის და ამშობიარა ორი ორსული, დედებიც და ბავშვებიც კარგად არიან, ყველას უახარია ერთმანეთის კარგად ყოფნა და…უცებ თეონა ექიმი მოწყდა და წაიქცა, მივარდნენ ექთნები, ექიმები, გაუწიეს დახმარება. მოიხედა ჩვენსკენაც და როცა დასტაბილურდა ყველაფერი, რამდენიმე წუთში შეუდგა მის საქმეს…ვითომც არაფერი, თითქოს არაფერიც მომხდარა…თითქოს
… მერე რა რომ რამდენიმე თვე კლინიკიდან არ გასულა, მერე რა რომ საკვებს არ ღებულობს ზოგჯერ მთელი დღე, მერე რა რომ ამდენი პასუხისმგებლობაა დედა და ჩვილი, მერე რა რომ კოვიდია, მერე რა რომ თვითონაც ცუდადაა, მერე რა რომ დაინფიცირდა, მერე რა რომ პნევმონია აქვს, მერე რა რომ მასაც ჰყავს ოჯახი, მერე რა რომ გამოჯანმრთელების შემდეგ კურორტის მაგივრად ისევ კლინიკაშია…
ის ყველა კოვიდ19 ით ინფიცირებული ორსულის იმედია, ქალაქის სიამაყე და ჩემი როგორც კოლეგა მონაპოვარი…იცნობდეთ, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით.”
გაზიარება490

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"