დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვან დისტანცია, მათ შორის საკვების მიღების დროს.
“ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ ჯდებიან ხოლმე და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება.
ამიტომ, კატეგორიულად დავიმახსოვროთ, ერთმანეთთანაც, განსაკუთრებით როცა საჭმელს ჭამ, უნდა მოიხსნა ნიღაბი, ჰო? მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ ხოლმე საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება”- განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა.










