LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას – კახა კალაძე

თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის – კახა კალაძე

დაპოსტა 2020/11/13-ში
A A
112
ნახვა
გაზიარება

ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან.

„სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, – აღნიშნავს კალაძე.

რაც შეეხება სტადიონზე მის ყოფნას, განმარტავს, რომ ის უეფას დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული იყო მიწვეული სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

„სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!“ – აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

წყლის დონეების მატება, მეწყრულ-არვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"