LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ- გარდა გამონაკლისისა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ- გარდა გამონაკლისისა

დაპოსტა 2020/11/11-ში
A A
396
ნახვა
გაზიარება

საფრანგეთის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე.

ამგვარად, 11 ნოემბრიდან მხოლოდ შემდეგი მოქალაქეები დაიშვებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე:

საფრანგეთის მოქალაქე, ასევე მისი მეუღლე და შვილები;

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ფლობს მოქმედ პასპორტს და მისი მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია ან რომელიც, საფრანგეთის გავლით, მიემგზავრება ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა ან რეზიდენტი, ასევე მისიმეუღლე და შვილები;

მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფლობს საფრანგეთის ბინადრობის ბარათს ან საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის გრძელვადიან მოქმედ ვიზას და რომლის მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია ან რომელიც, საფრანგეთის გავლით, ბრუნდება თავის საცხოვრებელში ევროკავშირის რომელიმე ან გათანაბრებულ ქვეყანაში;

მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 24 საათზე ნაკლებს დაჰყოფს ტრანზიტულად საერთაშორისო ზონაში. ოფიციალური პასპორტის მფლობელი პირი;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თანამდებობას დაიკავებს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობაში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინა ან ოფისი საფრანგეთშია, ისევე როგორც მისი მეუღლე და შვილები, ან პირი, რომელიც საფრანგეთში ჩადის სამივლინებო ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაცემულია წარმომავლობისსახელმწიფოს მიერ;

ჯანდაცვის სფეროს უცხოელი პროფესიონალი, რომელიც Covid-19-თან ბრძოლაშია ჩართული ან ასოცირებული სტაჟიორის სტატუსით დაქირავებული პირი;

უცხოური ეკიპაჟი ან პერსონალი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადამყვან და გადამზიდავ ფრენებს, ან მოგზაურობს, როგორც მგზავრი, თავის საწყის ბაზაზე განლაგებისთვის;

უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებს;

ავტობუსის ან სამგზავრო მატარებლის მძღოლი ან ეკიპაჟის წევრი;

სავაჭრო ან თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი ან მმართველი პირი;

გრძელვადიანი ვიზის, მოკლევადიანი სასწავლო ან სტაჟირების (გარდა მოკლევადიანი კონკურსის ვიზისა) ვიზის მფლობელი სტუდენტი, ან 90 დღეზე ნაკლები პერიოდით მიმავალი სტუდენტი, რომელიც არის მოკლევადიანი ვიზებისგან გათავისუფლებული ქვეყნის მოქალაქე, ან არასრულწლოვანი მოსწავლე – მათ უნდა დაადასტურონ საფრანგეთში საცხოვრებელი ადგილის არსებობა;

საფრანგეთის სასწავლო დაწესებულების ან კვლევითი ლაბორატორიის მიერ დაქირავებული ან მიწვეული პროფესორი ან მკვლევარი, რომელიც მიემგზავრება სასწავლო და სწავლების მიზნებით;

მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფლობს გრძელვადიან ვიზას « passeport Talent » ან გრძელვადიან ვიზას « salarié détaché ICT », ასევე მისი მეუღლე და შვილები;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საფრანგეთში ჩადის სახელმწიფო ან კერძო ჰოსპიტალურ დაწესებულებაში სამკუნალოდ.

მგზავრებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიაში შედიან, უნდა იქონიონ საბუთები, რომელიც მათ ამ კატეგორიისთვის მიკუთვნებას ადასტურებს, ასევე შემდეგი დოკუმენტები:
საერთაშორისო გადაადგილების ცნობა;

განცხადება, რომ მგზავრს არ აღენიშნება Covid-19-ის ინფექციის სიმპტომები.

“აღნიშნული ცნობის ამობეჭდილი ან ციფრული ვერსია უნდა წარუდგინოთ სატრანსპორტო კომპანიებს, გასამგზავრებელი ბილეთის გამოყენებამდე. გარდა ჩვეული დოკუმენტებისა, ის ასევე უნდა წარუდგინოთ საფრანგეთის შიდა საზღვრებზე განხორციელებული კონტროლისას.

ამ ცნობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ბორტზე ასვლის უარი ავიაკომპანიის მხრიდან და, უკიდურეს შემთხვევაში, სასაზღვრო კონტროლისას, საფრანგეთის ტერიტორიაზე არ დაშვების გადაწყვეტილება.

11 ნოემბრიდან, საფრანგეთში შესვლის სურვილის მქონე ყველა პირმა თან უნდა იქონიოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენის ტესტის პასუხი. აღნიშნული ტესტი შესაძლოა მოთხოვნილი იყოს თვითმფრინავში ჩაჯდომისას”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება158

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის...

დაწვრილებითDetails

17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხული 450 900 დოლარი მიითვისეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დაარწმუნა თითქოს შეეძლო მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"