არ თქმულა, რომ სამი სავალდებულო გამოკვლევა ყველას უნდა გაუკეთდეს – ეს მხოლოდ ექიმის და ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით მოხდება, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, კოვიდპაციენტებისათვის სისხლის საერთო ანალიზის, D დიმერისა და სატურაციის განსაზღვრის თაობაზე სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შესახებ.
„ეს ანალიზები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებოთ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროში. სადაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ეს ანალიზი იქ გაკეთდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.










