აქცია მიმდინარეობდა წყალტუბოშიც #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ . აქცია ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა მხარდამჭერებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამომრჩევლის ხმებს იცავენ.ნანუკა ჟორჟოლიანი კი საოლქო და ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე, საიდან გაჩნდა საარჩევნო სიაში 6 ათასი ადამიანი, რომელიც არ არსებობდა.” საარჩევნო სიებში არარსებული 6 000 ადამიანი ვიპოვე”- განაცხადა მან. იგი შენობაში შესვლას და საჩივრების განხლვის პროცესზე დასწრებას ითხოვდა . ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟოჟოლიანი წყალტუბო,ხონი, ვანი და სამტრედიაში იყრიდა კენჭს. მან ხმების 31.52 % მიიღო, ხოლო ”ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 51.04%.
რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური
პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...









