ქუთაისში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის საწოლფონდი, შეზღუდულია. ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შევსებულია. ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა ,,უნიქალ მედი”, კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროგრამაში, რამდენიმე დღეა, რაც ჩაერთო და როგორც კლინიკის დირექტორი, რეანიმატოლოგი შოთა მარუაშვილი აცხადებს, კლინიკის კოვიდ ნაწილში, მკურნალობას, ამჟამად, 25 პაციენტი გადის. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა. შოთა მარუაშვილის თქმით, ჰყავთ ორი გამოჯანმრთელებულიც, რომლებიც კლინიკიდან გაეწერნენ.
ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა...









