დევნილები იყვნენ შეკრებილი, დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგელობასთან. ისინი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიისაგან პასუხებს ითხოვდნენ რატომ ვერ მიიღეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.? მათი თქმით უკვე წლებია ქუთაისში სხვადასხვა სასტუმროების ნგრევად შენობებს არიან შეკედლებული, თუმცა უიმედოდ, რადგან ამ დრომდე მათ ბინები არ მიუღიათ. დევნილების ნაწილმა სამინისტრო კორუფციაში და საცხოვრებელების უსამართლოდ განაწილებაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი იქ მყოფის, სასტუმრო თბილისში მაცხოვრებლის ნათელა თუთუსანის თქმით რამდენიმე დღის წინ მათ სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და ბინას შეპირდნენ , თუმცა რატომღაც სიაში არცისაა. შეგახასენებთ რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. ქუთაისში დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიაა ჩამოსული, თუმცა ისინი ჯერ-ჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით კომისია მუშაობას ხვალაც გააგრძელებს და კომენტარი მოგვინებით გაკეთდება.
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ნეპალის პოლიციის განცხადებით,...







