LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სპეცოპერაციის მსვლელობისას ინტერვიუს დადგმის მცდელობა ,,მთავარ არხზე”

სპეცოპერაციის მსვლელობისას ინტერვიუს დადგმის მცდელობა ,,მთავარ არხზე”

დაპოსტა 2020/10/21-ში
A A
915
ნახვა
გაზიარება

ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე“ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას,-ამ სათაურით „მედიაჩეკერი“ განცხადებას ავრცელებს ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ღონისძიების გაშუქების შესახებ.

„სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ.

საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს.

შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერსი ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის მოყოლა შემდეგნაირად დაიწყო:

“ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვიარე ეს ტერიტორია, შიგნით შევიდნენ ტერორისტები და საქართველოს ბანკის ყაჩაღობა მიმდინარეობს და თქვენ კარგად ხედავთ, რომ ნაწილი გამოყვანილი არის … არა?” ამ დროს ჟურნალისტმა რესპონდენტს შეაწყვეტინა, სთხოვა, რომ თავიდან მოეყოლა ისტორია და უკარნახა, თუ რა უნდა ეთქვა მას.

რესპონდენტმა, ჟურნალისტის თხოვნისამებრ, ამბის მოყოლა თავიდან დაიწყო, თუმცა, “მთავარმა არხმა” რამდენიმე წამში ჟურნალისტის ჩართვა შეწყვიტა და სამეგრელოში გადაღებული კადრების ფონზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გააგრძელა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ მედიამ არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს:

“ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით”.

“მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია, ექნება თუ არა არხის თვითრეგულირების ორგანოს რეაგირება მომხდარზე. არხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა გვითხრა, რომ ჟურნალისტს პასუხის კარნახის მცდელობა არ ჰქონია, მას უბრალოდ სურდა, რომ მძევლების შესახებ დაესვა კითხვა და ამ საკითხზე მიეღო ინფორმაცია რესპონდენტისგან.

“ის, რომ თითქოს დადგმული იყო და მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, მე არ მგონია, რომ იმ კადრებში ასე ყოფილიყო და არ ვიცი, რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება. ჟურნალისტს უნდოდა კომენტარის მიღება მძევლებთან დაკავშირებით და არა ის, რომ ეკარნახა პასუხი წინასწარ, მე არ დამრჩა ამის შთაბეჭდილება. რაც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს, ამ სიტუაციაში ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მთავარია, დღევანდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს.

ფორსმაჟორში გადის ეთერი და ნახეთ თქვენც, რომ ტექნიკური ხარვეზებიც გვქონდა. თუმცა, ის რომ დადგმული იყო, ამას ნამდვილად არ ჰქონია აქ ადგილი და ამ ნაწილში ნამდვილად ვერ მივიღებ კრიტიკას. სხვა ნაწილებში შეიძლება იყო რაღაც ლაფსუსი კონკრეტულად ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით. ეთერში განაცხადა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი ადიოდა მეოთხე სართულზე და ეს ნამდვილად იყო შეცდომა და ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ ეთერი. ეს ჟურნალისტი აღარ ჩართულა იმის მერე ეთერში”, – გვითხრა თამთა მურადაშვილმა.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტს ჰქონდა ინტერვიუს დადგმის მცდელობა, საპოლიციო ოპერაცია პირდაპირ ეთერში სენსაციურად და პანიკურად შუქდება. მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოების უსაფთხოების დაცვისთვის, საპოლიციო ოპერაციის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია, ასეთ დროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ პანიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას:

“მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.”

ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქების სახელმძღვანელოში კი ვკითხულობთ, რომ “ტერორისტული აქტები თუ მასთან დაკავშირებული სხვა ამბები უნდა გაშუქდეს ზუსტად, სრულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და დიდი პასუხისმგებლობით.”- ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება366

დაკავშირებული -პოსტები

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"