ტელეკომპანია “რიონი“-ის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა Covid 19 – ინფორმაციოას რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს:
“მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ,,რიონი” მუშაობდა მორიგე ჯგუფებით , რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ- სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით ,,რიონის” თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას , პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას!” – წერს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი










